მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/ძიძა-დამხმარეს თანამდებობაზე.
გრაფიკი:
** ორშაბათი-პარასკევი: 10:30-19:00
** სამშაბათი, ოთხშაბათი დამატებით ტყუპებთან დახმარება: 10:00-21:00
** შაბათი: 10:30-16:00
მოვალეობები:
ბავშვებთან დახმარება (სამშაბათი, ოთხშაბათი):
** ტყუპების მოვლა, თამაში და დროის სასარგებლოდ გატარება
** კვების, ძილისა და ჰიგიენის რეჟიმის დაცვაში დახმარება
** სასეირნოდ და საჭიროების შემთხვევაში ბავშვთა ღონისძიებებზე გაყვანა
სახლის საქმეები:
** ყოველდღიური დალაგება ოთახების, სველი წერტილების, საერთო სივრცეების სისუფთავის შენარჩუნება
** სამზარეულოს წესრიგში მოყვანა, ჭურჭლის რეცხვა
** ტანსაცმლის რეცხვა, გაუთოება, დალაგება, გარდერობის ორგანიზება
** საწოლების გადაწყობა, თეთრეულის განახლება
** სახლის ზოგადი ორგანიზება ნივთების ადგილზე დაბრუნება, საცავების მოწესრიგება
კულინარია:
** ყოველდღიური კერძების მომზადება ოჯახის მოთხოვნების შესაბამისად
** კვირის მენიუს დაგეგმვაში მონაწილეობა (საჭიროების შემთხვევაში)
** სამზარეულოს მარაგების კონტროლი
შესყიდვები:
** კვების პროდუქტების რეგულარული შესყიდვა
** საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენური საშუალებების შესყიდვა
მოთხოვნები:
** ასაკი: 45-50 წელი
** ცხოვრობდეს საბურთალოზე ან მიმდებარე ტერიტორიაზე
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია
** გამოცდილება ბავშვებთან მუშაობაში სასურველია
** სისუფთავისა და წესრიგის მაღალი სტანდარტი
** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და დისციპლინა
** რეკომენდაცია წინა სამუშაო ადგილიდან აუცილებელია
საჭირო დოკუმენტები (გასაუბრებაზე):
** პირადობის მოწმობის ასლი
** მინიმუმ 2 რეკომენდაცია წინა დამსაქმებლისგან
** სამედიცინო ცნობა
ანაზღაურება: 2200 ლარი ხელზე ასაღები
საცდელი პერიოდი: 1 კვირა, ანაზღაურებადი
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ მოკლე გამოცდილება (ან CV) და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი გამოაგზავნონ მეილზე: mariamm.lortkipanidze@gmail.com
|