უძრავი ქონების დეველოპერული პროექტი - "თბილისის ბულვარი" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
Web: https://tbilisiboulevard.com/
Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას 20
პროექტის შესახებ:
"თბილისის ბულვარი" პირველი სრულფასოვანი კურორტია ქალაქში რომელიც 30 ჰექტარზე ვითარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას.
"Hotel Promenade" წარმოადგენს "Tbilisi Boulevard"-ის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სასტუმროს ინფრასტრუქტურას, პრემიუმ აპარტამენტებსა და ეკოლოგიურ გარემოს თბილისის ზღვის სანაპიროზე.
პროექტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს - სრულად დასრულებული და აღჭურვილი აპარტამენტები საშუალებას აძლევს მფლობელებს დაუყოვნებლივ დაიწყონ სტაბილური შემოსავლის მიღება.
პოზიციის აღწერა: ვეძებთ საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უძრავი ქონების გაყიდვებზე საერთაშორისო ბაზრებზე (ევროპა, დსთ/CIS, GCC, სხვა საინვესტიციო რეგიონები), უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გარიგებების წარმატებით დახურვაზე.
ანაზღაურება:
** კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი
** საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
ძირითადი მოვალეობები:
** საინვესტიციო პროდუქტის დამუშავება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებისთვის
** საინვესტიციო პროდუქტის გაყიდვების მიზნით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა, ახალი გასაყიდი არხების განსაზღვრა და კონტაქტების მოძიება
** საინვესტიციო პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების მომზადება მარკეტინგის გუნდთან ერთად, პრეზენტაციების ჩატარება და საინვესტიციო კონსულტაციები
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - ლიდიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე
** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა
** ახალი გაყიდვის არხების განვითარება
** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და რეპორტინგი
** გაყიდვების გეგმების შესრულება
გამოცდილება:
** აუცილებელია გამოცდილება საინვესტიციო პროდუქტის მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ბაზარზე მქონე გამოცდილ კანდიდატებს
** უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** გარიგებების დახურვის პრაქტიკული გამოცდილება
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ინიციატივიანობა და პროაქტიულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: n.lezhava@ginoholding.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
|