Робота для біженців з України
სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 ივლისი / ბოლო ვადა: 21 აგვისტო
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი და ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში აკადემიური ნიშნით კლინიკურ დისციპლინაში შემდეგი მიმართულებით:

1) კლინიკური მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი): თერაპიული სტომატოლოგია - 1 პროფესორი; 1 ასოცირებული პროფესორი.

2) კლინიკური მიმართულება (აკადემიური ნიშნით) (ქართულენოვანი):

** თერაპიული სტომატოლოგია -1 ასისტენტ-პროფესორი;
** ყბა-სახის ქირურგია -1 პროფესორი.

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და სულ მცირე 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს.

ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს.

ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
** ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
** ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
** უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს.

შენიშვნა: ინგლისური ენის ცოდნა ქართულენოვან პროგრამაზე კანდიდატისთვის არ წარმოადგენს სავალდებულო მოთხოვნას.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
** ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://eu.edu.ge/konkursi-stomatologiis-inglisurenovan/);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
** სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
** საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
** შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
** სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
** ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
** ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:

- ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
- ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);

** "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
** სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
** მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

** კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 14 ივლისიდან;
** აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 14 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით;
** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 1 სექტემბრისა;
** კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2026 წლის 11 სექტემბრისა;
** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2026 წლის 14 სექტემბრისა;
** კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2026 წლის 14 სექტემბრიდან 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://eu.edu.ge/konkursi-stomatologiis-inglisurenovan/

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე