Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: მინთი მარკეტი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
შპს "მინთი მარკეტი" - თანამედროვე სუპერმარკეტების ქსელი, რომელიც აქტიურად იზრდება ქართულ ბაზარზე.

გუნდის გაფართოების მიზნით ვეძებთ, მოლარე-კონსულტანტს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ნაწილი და დაეხმარება სუპერმარკეტების ქსელს მაღალი სერვისის, დონისა და ეფექტური მუშაობის შენარჩუნებას.

ძირითადი მოვალეობები:

** სალაროს ოპერაციების ზედმიწევნით შესრულება
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება
** ონლაინ გაყიდვები (GLOVO/WOLT)
** ვადაგასული პროდუქციის კონტროლი
** ფასმაჩვენებლების და პროდუქციის განთავსება

სარგებელი:

** კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი
** ტრენინგი და მენტორობა გამოცდილი მენეჯერებისგან
** კარიერული ზრდის შესაძლებლობები Minty Market-ში
** დინამიკური და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
** საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა თანადაფინანსებით
** ღამის ცვლაში ტრანსპორტირების ანაზღაურება

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: 2/2, 09:00-18:00 ან 18:00-02:00სთ
ანაზღაურება: 900-1100 ლარი (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპენსიო დანაზოგის ჩათვლით)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელფოსტაზე: mintymarket533@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ +995 598 77 09 67
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე