Робота для біженців з України
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფარმკაპიტალი
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "ფარმკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ ხართ ორგანიზებული, კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე პიროვნება, გელოდებით ჩვენს გუნდში!

ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია
** კომპანიის ადმინისტრაციული დოკუმენტაციის წარმოება და დაარქივება, შესაბამისი რეესტრების წარმოება და განახლება
** შრომის უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია
** საოფისე მასალების მომწოდებლების შეფასება და შერჩევა
** საოფისე მასალების აღრიცხვა და მომარაგება
** სამუშაო გრაფიკების, შეხვედრებისა და ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება
** სხვა ადმინისტრაციული საკითხების მართვა და მოგვარება

მოთხოვნები:

** ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის არა ნაკლებ 2 წლის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული ან ფინანსური განხრით)
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა (MS Office, Google Workspace)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
** კომუნიკაციისა და რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების უნარი
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური (B1 დონეზე) და რუსული ენების კარგად ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ხელშეწყობას

დაინტერესებული პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV (რეზიუმე) და ფოტო შემდეგ მისამართზე: pharmcapitalotc@gmail.com. საგნის ველში ("subject") მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

კანდიდატის შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV (რეზიუმე) გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება 2 ეტაპად.

CV (რეზიუმე) გამოგზავნის საბოლო ვადა: 30.07.2026

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს ფარმკაპიტალისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე