Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Carexpress
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

"ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მოზიდვა და მათი საჭიროებების ანალიზი;
** მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური რეპორტების შექმნა/წარდგენა.
კონკურენტი კომპანიების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
** ავტო-იმპორტის ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, PowerPoint Outlook);
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა (კომუნიკაცია, საუბარი, წერა)
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი.

ხელფასი: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე