ვეძებთ ტექნიკურ მენეჯერს, რომელიც შეძლებს ავეჯის საწარმოში ტექნიკური პროცესების სრულყოფილ მართვას, განვითარებასა და ოპტიმიზაციას. პოზიცია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება, სისტემური ხედვა, სტრატეგიული აზროვნება და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ტექნიკური პროცესების სრული მართვა და კონტროლი
** წარმოების დაგეგმვა, ოპტიმიზაცია და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა
** ტექნიკური გუნდის (ტექნოლოგები, კონსტრუქტორები, ოპერატორები) მართვა, განვითარება და მოტივაცია
** ავეჯის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების კონტროლი და ოპტიმიზაცია
** დანადგარების, ტექნოლოგიებისა და წარმოების ხაზების გამართული და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფა
** ტექნიკური რისკების ანალიზი და პრევენციული გადაწყვეტილებების მიღება
** ახალი ტექნოლოგიებისა და მასალების დანერგვა
** წარმოების პროცესების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა
** მჭიდრო თანამშრომლობა მენეჯმენტთან სტრატეგიული მიზნების მისაღწევად
აუცილებელი ცოდნა და უნარები:
** ავეჯის წარმოების ტექნოლოგიების ღრმა ცოდნა
** კონსტრუქტორული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ავეჯის მასალების, ფურნიტურისა და ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა
** წარმოების სტანდარტების, ხარისხის კონტროლისა და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა
** ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვისა და ანალიზის უნარი
პროგრამული უზრუნველყოფა (აუცილებელი):
** AutoCAD
** SketchUp / SolidWorks / TopSolid / WoodCAD-CAM (ან ანალოგიური ავეჯის კონსტრუქტორული პროგრამები)
** CNC დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება
** წარმოების დაგეგმვის ან ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 4+ წლიანი გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის / წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე (ავეჯის ან მსგავს წარმოებაში)
** ტექნიკური განათლება (სასურველია უმაღლესი)
** ლიდერული უნარები და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** ორგანიზებულობა, სისტემური ხედვა და შედეგზე ორიენტაცია
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ ანაზღაურებას — გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** რეალურ შესაძლებლობას, იყოთ საწარმოს ტექნიკური განვითარების მთავარი ფიგურა
** პროფესიულ ზრდასა და გადაწყვეტილებების მიღებაში თავისუფლებას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: kh.devidze@op-art.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ტექნიკური მენეჯერი.
|