წამყვანი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ოპერატორი / რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული ან ცვლების მიხედვით (შეთანხმებით)
ჩვენი პარტნიორი, თბილისში არსებული თანამედროვე სტანდარტების მრავალპროფილური სამედიცინო კლინიკა, აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) ოპერატორის / რენტგენო-ლაბორანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პაციენტების მიღება, მომზადება და სათანადო პოზიციონირება CT კვლევისთვის;
** კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის მართვა და კვლევების ჩატარება დადგენილი პროტოკოლების შესაბამისად;
** კონტრასტული ნივთიერების ინჟექტორის მომზადება და მართვა (საჭიროების შემთხვევაში, ექიმთან ან ექთანთან კოორდინაციით);
** რადიაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების მკაცრი დაცვა;
** მიღებული გამოსახულებების პირველადი დამუშავება და გადაგზავნა რადიოლოგთან;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ელექტრონული ბაზების წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული სამედიცინო განათლება (რადიოლოგიის ასისტენტის, რენტგენო-ლაბორანტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე (CT) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია მრავალშრიან აპარატებზე მუშაობის გამოცდილება);
** შესაბამისი ლიცენზია ან სერტიფიკატი (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების და სამედიცინო ბაზების (HIS/PACS) ელემენტარულ დონეზე ცოდნა;
** პაციენტებთან ეფექტური კომუნიკაციის, ემპათიისა და სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და უახლესი თაობის აპარატურას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: notam81@gmail.com სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "CT ოპერატორი".
|