"NQ Hospitality Management Group", რომელიც ოპერირებს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში (სასტუმრო და სარესტორნო მომსახურება), აცხადებს ვაკანსიას სუ-შეფის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და გამოცდილ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამზარეულოს ეფექტურ მუშაობას და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვას.
ძირითადი მოვალეობები
** სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების მართვა შეფ-მზარეულის მითითებებისა და სტანდარტების შესაბამისად.
** სამზარეულოს გუნდის კოორდინაცია, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი.
** კერძების ხარისხის, პრეზენტაციისა და მომსახურების სტანდარტების მუდმივი მონიტორინგი.
** HACCP-ის, IHG-ისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა.
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა, მარაგების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების დაგეგმვა.
** პროდუქციის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა და დანაკარგების მინიმიზაცია.
** შეფ-მზარეულის არყოფნის შემთხვევაში სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** სუ-შეფად, უფროს მზარეულად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** კვების ტექნოლოგიებისა და თანამედროვე კულინარიული ტენდენციების საფუძვლიანი ცოდნა.
** HACCP-ის სტანდარტებისა და კვების უსაფრთხოების წესების ცოდნა.
** გუნდის მართვის, ლიდერობისა და თანამშრომელთა მოტივირების უნარი.
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე hr@nqhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ: "სუ-შეფი".
|