Робота для біженців з України
აპარატების ტექნიკური სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აპარატების ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ბარისტო
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
კომპანია "ბარისტო" ყავის და ვენდინგ აპარატების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელია საქართველოში.

მიმდინარე ეტაპზე კომპანია წარმოდგენილია: 400 -ზე მეტი ქსელური სავაჭრო ობიექტით და ასევე აერთიანებს პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნიკური სერვისის მიმართულებებს.

ჩვენს გასაცნობად გადმოდი ბმულზე: https://baristo.ge/ka

კომპანია "ბარისტო" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: 1500 ლარიდან
** სამუშაო საათები: 5/7; ორშ.-პარ. 10:00-18:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 52
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass (ფარავს თანამშრომელი)

მოვალეობა: ყავისა და სნექის აპარატების დეტალურად დაშლა, აწყობა, განახლება, მონტაჟი (შესწავლით, შესწავლის პერიოდი ანაზღაურებადია)

მოთხოვნა:

** ტექნიკის დაშლა აწყობასთან ან მსგავს მიმართულებაში გამოცდილება და უნარ-ჩვევები (აუცილებელი)
** მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული
** პუნქტუალური
** მოწესრიგებული
** სტრესულ მდგომარეობაში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე: hr@baristo.ge; მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება

ტელ: 598 44 39 03

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია შპს "ბარისტომ" დაამუშაოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურის წარმართვა - კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ამ და ასევე შესაძლო სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც შესაბამისი მოთხოვნით უნდა მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@baristo.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე