Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ვერარეზიდენს
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა, მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს ელექტრო გაყვანილობის, გაზგაყვანილობის, წყალგაყვანილობის და სხვა კომუნიკაციების ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება;
** გათბობის, ვენტილაციის და კონდიცირების დანადგარების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ტექნიკური მდგომარეობის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომების მიღება;
** სასტუმროში არსებული ყველა სახის დანადგარისა და ინვენტარის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა სახის დაზიანების აღმოფხვრა;
** დირექციისა და ობიექტების სერვის მენეჯერების მიერ მითითებული ტექნიკური გაუმართაობების აღმოფხვრა
** ატარებს რეგულარულ ინსპექტირებას პოტენციური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტი ფუნქციონირებას;
** პასუხობს სხვადასხვა განყოფილების ტექნიკურ მოთხოვნებს, ეფექტურად აგვარებს პრობლემებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხება.ზედამხედველობას უწევს სასტუმროს შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობასა და შეკეთებას;
** სასტუმროში არსებული სტანდარტებისა და შიდა განაწესის დაცვა სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებთან და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის;
** დროულად ჩააყენოს საქმის კურსში ხელმძღვანელობა რათა უზრუნველყოს ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა იმ შემთხვევებში როცა თვითონ ამ პრობლემას ვერ აგვარებს;
** უზრუნველყოფს უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვას, უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების ჩატარებით.;
** HVAC, განათების და სხვა სისტემების პრობლემების მოგვარება და შეკეთება სტუმრებისა და პერსონალისთვის კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად;
** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი;
** მზად იყოს სამუშაოდ ცვლაში. არდადეგებზე და კვირის დღეებში;
** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა

მოგვწერეთ: info@veraresidence.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე