შპს "ბიესი" - ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში, აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის №63
სამუშაო გრაფიკი-სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 1800 + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტებზე ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება;
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება და ახალი ბაზის განვითარება;
** არსებული ბაზის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება;
** კლიენტებისთვის კომპანიის პროდუქტების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
** კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა ;
** კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და ზრდის ხელშეწყობა;
** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და პოტენციური კლიენტების ანალიზი;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** პუნქტუალური.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".
|