Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: Calzedonia/Tezenis/Intimissimi
გამოქვეყნდა: 14 ივლისი / ბოლო ვადა: 14 აგვისტო
მაღაზიათა ქსელი "Calzedonia/Tezenis/Intimissimi" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: მცოცავი, კვირაში ორი დასვენების დღით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** არსებული პროდუქციის განთავსება დარბაზში კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** გამართული ზეპირი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანსწრაფულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: vacancytevri@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე