პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას პიცის მცხობლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ვერა, იაკობ ნიკოლაძის ქ. N4
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 ცვლა.
ცვლის ხანგრძლივობა: 6 საათი. ცვლა შესაძლოა შეთანხმდეს, როგორც დღის (12:00-18:00), ისე საღამოს (18:00-00:00) საათებში.
ცვლის ანაზღაურება: 55 ლარი ხელზე; კვირაში 5 ცვლის შემთხვევაში 1, 100 ლარი ხელზე.
გამოცდილება: პიცის ცხობის გამოცდილება არ არის აუცილებელი. შერჩეული კანდიდატი ადგილზე გაივლის გადამზადებას.
უფლება-მოვალეობები:
** ნეოპოლიტანური პიცის გამოცხობა;
** პიცისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება
დამატებით გთავაზობთ:
** უფასო ერთჯერად კვებას ცვლის მანძილზე;
** საღამოს ცვლაში ტაქსით მგზავრობის დაფინანსებას
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: gambatbilisi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|