Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: მძღოლი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ინოვაციების ქუჩა 7 (თბილისის ტექნოპარკი)

სამუშაოს აღწერა:

** სააგენტოში დასაქმებულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურების უზრუნველყოფა; საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში;
** ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურებასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** მინდობილი მატერიალური რესურსების შენახვა და გაფრთხილება, მათ მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა;
** უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
** ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სამსახურებრივი დავალებების შესრულება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანების განხორციელება, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის.

მინიმალური განათლება: სრული ზოგადი განათლება.
სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/HnXQW
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე