"Courtyard by Marriott Batumi" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (Procurement Manager) პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: 5/2
სამიშაო სათები: 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროსთვის საჭირო პროდუქციის, მასალებისა და მომსახურებების შესყიდვის პროცესის ორგანიზება;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და საუკეთესო კომერციული პირობების უზრუნველყოფა;
** ფასების, ხარისხისა და მიწოდების ვადების კონტროლი;
** შეკვეთების მომზადება, შესრულების მონიტორინგი და დოკუმენტაციის მართვა;
** საწყობის მარაგების კონტროლი და საჭიროებების დროული დაგეგმვა;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობა შესყიდვების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
** კომპანიის შიდა სტანდარტებისა და პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე მიმართულებით);
** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება და ორგანიზებული მუშაობის უნარი.
თანამშრომლის ძირითადი თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება და ეთიკური სტანდარტების დაცვა;
** ინიციატივიანობა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი და თქვენი გამოცდილებით წვლილი შეიტანოთ Courtyard by Marriott Batumi-ის წარმატებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე.
ელფოსტა: eliza.gabaidze@courtyardbatumi.com
|