"BEST HOME" აცხადებს ვაკანსიას სოც.მედია/კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
"BEST HOME" სწრაფად მზარდი უძრავი ქონების კომპანიაა, რომლის კონტენტი ყოველდღიურად ათასობით ადამიანს აღწევს სოციალურ ქსელებში.
ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და პასუხისმგებლობიან სოც.მედია მენეჯერს/კონტენტ კრეატორს, რომელიც ჩაერთვება კომპანიის მარკეტინგულ პროცესებში, შექმნის შედეგზე ორიენტირებულ კონტენტს და უზრუნველყოფს კომპანიის სოციალური მედიის სრულფასოვან მართვას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კონტენტის და სოციალური მედიის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამოცდილება გაქვთ (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn და სხვა) სოციალური ქსელების მართის
** შეგიძლიათ დამოუკიდებლად დაგეგმო კონტენტ სტრატეგია და მისი განხორციელება
** გაქვთ ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება
** კარგად ფლობ Canva-ს, CapCut-სა და Adobe Premiere Pro-ს
** Meta Ads-ისა და Google Ads-ის კამპანიების დაგეგმვა, მართვა და ოპტიმიზაცია;
** ხართ კრეატიული, პასუხისმგებლობიანი და შედეგზე ორიენტირებული
ძირითადი მოვალეობები:
** გადაიღებ და დაამონტაჟებ Reels, TikTok და Shorts ფორმატის ვიდეოებს
** მართავ კომპანიის Facebook, Instagram, TikTok და სხვა სოციალური მედიის გვერდებს
** დაგეგმავ კონტენტ კალენდარს და იზრუნებ გვერდების ყოველდღიურ აქტიურობაზე
** შექმნი პოსტებს, ვიდეოებს, სთორებსა და სარეკლამო კონტენტს
** დაგეგმავ და განახორციელებ მარკეტინგულ კამპანიებს ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდისთვის
** იმუშავებ აგენტებისა და კომპანიის პერსონალური ბრენდინგის განვითარებაზე
** გააანალიზებ შედეგებს და მუდმივად იზრუნებ კონტენტის ეფექტურობის გაუმჯობესებაზე
რას მიიღებ ჩვენგან:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად
** ორი განსხვავებული ბრენდის მარკეტინგის მართვის გამოცდილებას
** კრეატიულ თავისუფლებას იდეების განხორციელებაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ, თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს
სამუშაო პირობები: ანაზღაურება: 1500-3000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ლოკაცია: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 78ა (მეტროსთან)
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე და აუცილებლად მიუთითე ვაკანსიის დასახელება: hrbesthome@gmail.com
|