საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე თბილისსა და რეგიონებში. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათი, ცვლა ყოველი მესამე დღე-ღამე.
შესვენება: დღის შესვენება 1 საათი; ღამის შესვენება 6 საათი;
ანაზღაურება: 1300 ლარი + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი (საბურთალო/გლდანი)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ძვირფასი ლითონების მიღება-შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ბაზების დამუშავება, კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** პორტირების პროცესში ჩართულობა;
** ვადაგადაცილებული სესხების კონტროლი;
** პორტფელის მართვა;
** ფაილინგის მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ამ სფეროში 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი.
|