კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, თბილისში
"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. "Eleving ჯგუფი" აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში "Financial Times"-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად "Eleving ჯგუფში" დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებგვერდი ლიზინგი, უკულიზინგი საქართველოში
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტთა მომსახურება;
** კომპანიის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვები;
** ლიზინგის განაცხადების მომზადება, დამუშავება და კომიტეტზე წარდგენა;
** კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში ლიზინგის გაცემა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ბაზისური ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გაყიდვების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოქნილობა, ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული+ბონუსი);
** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგი ლინკის საშუალებით: https://talent.sage.hr/jobs/4a8b622e-520e-4a7f-a979-9b36404e6f06
|