Робота для біженців з України
ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი
მომწოდებელი: NB Legal
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
იურიდიული კომპანია "NB Legal" ეძებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ექსპერტს სასამართლოსთვის საექსპერტო დასკვნის მოსამზადებლად.

კვლევის საგანი: ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ვიდეო და მასში გამოყენებული ციფრული ავატარი.

კვლევის აღწერა: არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ვიდეოსა და ავატარის AI გამოყენებით შექმნისას, არამართლზომიერად იქნა გამოყენებული რეალური ადამიანის გამოსახულება (ვიდეომასალა).

ექსპერტის ამოცანა: ფაილების ანალიზი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სასამართლოში მტკიცებულების სახით წარსადგენად.
განიხილებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექსპერტები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ-ფოსტაზე: LNanobashvili@nblegal.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე