Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ბოქსეტ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 13 ივლისი / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
კომპანია "ბოქსეტ ჯორჯია" ეძებს მოტივირებულ, ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს ბათუმის ფილიალში საწყობის მენეჯერის პოზიციაზე. თუ გსურთ გახდეთ დინამიური გუნდის წევრი და განვითარდეთ ლოჯისტიკის სფეროში, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის შესახვევი #18
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 10:00 - 19:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ყოველთვიური ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** პარტნიორულ სისტემაში საკურიერო შეკვეთების რეგისტრაცია და გაფორმება.
** გზავნილების ადრესატებამდე დროული და უსაფრთხო გაგზავნის უზრუნველყოფა.
** ჩაბარება-არჩაბარების დეტალების მუდმივი კონტროლი და მონიტორინგი.
** თითოეული შეკვეთის პროცესის მართვა და "ბოლომდე მიყოლა" სრულყოფილ შესრულებამდე.
** მომხმარებლებისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და მათი საჭიროებებისამებრ დაკვალიანება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები.
** პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გამართული კომუნიკაციისა და კლიენტებთან თავაზიანი მომსახურების უნარი.
** სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და პრობლემების სწრაფად მოგვარების ნიჭი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული 1000 ლარი + ყოველთვიური ბონუსი შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
** სტაბილურ სამუშაო გარემოს მზარდ კომპანიაში.
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: talents@boxette.ge და სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "საწყობის მენეჯერი - ბათუმი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე