Робота для біженців з України
შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: გლობალ ნოვა ლოჯისტიკ
გამოქვეყნდა: 11 ივლისი / ბოლო ვადა: 28 ივლისი
კომპანია "გლობალ ნოვა ლოჯისტიკ" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვების კოორდინაცია;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და შესყიდვების პროცესის გაუმჯობესება;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება, ფასების მუდმივი შედარება და პროდუქციის შეძენა საუკეთესო პირობებით;
** შესყიდვების გეგმის შედგენა პროექტების მოთხოვნის შესაბამისად;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
** ბაზრის ტენდენციების და რისკების ანალიზი - ფასების ცვლილებებისა და ლოგისტიკური რისკების გათვალისწინებით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე (MS Word, Excel, PowerPoint)
** ინგლისური B1-B2 დონეზე ცოდნა სავალდებულოა !

ანაზღაურება: 1800- 2200 ლარი, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე
მისამართი: კახეთის გზატკეცილი, ქიზიყის ქუჩა 63
სამუშაო ადგილზე, 8 საათიანი გრაფიკით, 10:00 საათიდან 18:00 სთ-მდე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე gfsglobalnovalogistic@gmail.com და სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - შესყიდვების და ადმინისტრაციული მენეჯერი.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენი კომპანიის მიერ და შეინახება მონაცემები 1 თვის განმავლობაში, რეზიუმეს გადმოგზავნით აცხადებთ თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 28 ივლისის ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე