"Poker Room" აცხადებს ვაკანსიას დილერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: საბურთალო, პეკინის ქ. 41.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 18:00-06:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1400-2000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად) +დანამატი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პოკერის მაგიდის მართვა;
** თამაშის წესების ზუსტი დაცვა ყველა სიტუაციაში;
** ფიშკების ზუსტი დათვლა და კონტროლი;
** ფსონების სწორი მიღება და განაწილება;
** ყველა ტრანზაქციის სიზუსტის დაცვა;
** მომხმარებლებთან პროფესიონალური და თავაზიანი კომუნიკაცია;
** თამაშის წესების ახსნა საჭიროების შემთხვევაში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
Poker Room გთავაზობთ:
** დრესკოდის უზრუნველყოფას;
** კვებას;
** პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ ზრდა/განვითარებას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: kandelakilora@gmail.com და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "დილერი". რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
|