სასტუმრო "New Jai Son" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და სტუმარზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ბარის გამართულ მუშაობასა და სტუმრების მაღალი ხარისხის მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები:
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება და სტუმრებისთვის მიწოდება;
** კოქტეილებისა და სხვა სასმელების მომზადება რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად;
** ბარის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** ბარის მარაგების კონტროლი და დროული შევსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
** სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბარმენის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა და თავაზიანი დამოკიდებულება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მოწესრიგებული გარეგნობა და მომსახურების მაღალი კულტურა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო №92;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** მეგობრული სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
ტელ: 514 80 00 44
|