Робота для біженців з України
უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: Flatz
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"Flatz" ეძებს ენერგიულ, მიზანდასახულ და შედეგზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს, რომ გახდნენ ჩვენი მოწინავე გუნდის წევრები.

"Flatz" თანამედროვე უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ადამიანებს იპოვონ საუკეთესო საცხოვრებელი ბინები. ჩვენი გუნდი იზრდება და ახლა შენც შეგიძლია მისი ნაწილი გახდე.

"Flatz" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე. შესაძლებელია 100%-ით დისტანციურად მუშაობაც.

საქმიანობის აღწერა:

** უძრავი ქონების ძიება და სელექცია
** სატელეფონო კომუნიკაცია
** განცხადებების განთავსება პლატფორმებზე ავტომატიზირებული პროგრამების საშუალებით
** მომხმარებლებისთვის ბინების შერჩევა და შეთავაზება
** ვიზიტების ორგანიზება

ჩვენ გთავაზობთ:

** გამომუშავებაზე მიბმულ ანაზღაურებას ზედა ზღვარის გარეშე
** მოქნილ გრაფიკს
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას
** ულიმიტო პოტენციალის გარემოს და მეგობრულ გუნდს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ინფორმატიულ ტრენინგს ონლაინ კურსის სახით
** მუშაობის დაწყების შესაძლებლობას უმოკლეს ვადაში

სანაცვლოდ მოვითხოვთ:

** სისხარტეს და დროში ეფექტურობას
** გამართულ მეტყველებას და პოზიტიურ კომუნიკაციას
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნას
** პუნქტუალურობას და დროის მენეჯმენტის შეუდარებელ უნარს
** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის (მაგ., მოლაპარაკების) უნარს
** აუცილებელია გამართული ტელეფონისა და კომპიუტერის (ლეპტოპის/პერსონალური კომპიუტერის) ქონა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@flatz.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე