Робота для біженців з України
უმცროსი ექიმი, ექთანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ექიმი, ექთანი
მომწოდებელი: ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის და ექთნის პოზიციაზე.

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები (უმცროსი ექიმი):

** პაციენტების პირველადი შეფასება და ანამნეზის შეკრება;
** უფროსი ექიმების მითითებების შესაბამისად პაციენტების მართვაში მონაწილეობა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის სწორად და დროულად წარმოება;
** დიაგნოსტიკური და სამკურნალო პროცესების მხარდაჭერა;
** პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ინფორმირება კომპეტენციის ფარგლებში;
** კლინიკის შიდა პროტოკოლებისა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დასრულებული უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი საექიმო სერტიფიკატი/ლიცენზია
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები (ექთანი):

** შესაბამისი სამედიცინო განათლება;
** მოქმედი სერტიფიკატი
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

განაცხადის წარდგენის წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: info@bih.ge თემის ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე