Робота для біженців з України
ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტი
მომწოდებელი: ვიჩარჯი
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"WeCharge" არის ქართული ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც 2025 წლიდან საქართველოს ბაზარზე Sharing Power Bank Rental-ის მიმართულებით დაიწყო ოპერირება.

ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც ციფრული მოწყობილობები ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, კომპანია WeCharge-მა უპასუხა მომხმარებლის საჭიროებებს და WeCharge App¬-ით მარტივად გადაჭრა მოწყობილობების დამუხტვის პრობლემა (მობილური, პლანშეტი, ყურსასმენები, ციფრული საათი, ელ.სიგარეტი და სხვა).

ჩვენი მიზანია შევქმნათ მარტივი, ხელმისაწვდომი და ყველასთვის მოსახერხებელი ელექტრონული მოწყობილობების დამუხტვის სისტემა.

ვეძებთ ტექნიკური ოპერაციების სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სადგურების ინსტალაციას.

ძირითადი მოვალეობები:

სადგურებისა და დამტენების განთავსება

** სადგურის ინსტალაცია (Plug and play ინსტალაცია) მოთხოვნის შესაბამისად.
** სადგურებისა ტესტირება, ტრანსპორტირებისთვის მომზადება და განთავსება.
** სადგურების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** ფოვერ ბანკების ჩამატება-ამოკლება ობიექტებზე, საჭიროების შესაბამისად.
** სადგურებისა და დამტენების მუშაობის მონიტორინგი, სისტემური შემოწმება, სადგურის დროულად ჩანაცვლება (საჭიროების შემთხვევაში).
** რეპორტინგი - ანგარიშის წარმოდგენა კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

შენიშვნა: სადგურის ინსტალაციის პროცესი მარტივია, საჭიროა დენის წყაროში შეერთება და ტესტირება.

პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:

** ინგლისური ენა (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (სასურველია)

პოზიციისთვის აუცილებელი უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი (300-700 ლარამდე);

მნიშვნელოვანია:

ვაკანტური პოზიცია - 1

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადი გამოაგზავნეთ შემდეგ მეილზე - hr@wechargers.com

შეტყობინება:

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შემდგომი დასაქმების მიზნით, შპს ვი ჩარჯი ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად. ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, შპს ვიჩარჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე