Робота для біженців з України
სერვის მენეჯერი - მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სერვის მენეჯერი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.

სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (4 დღეში ერთხელ 24 საათიანი სმენა, ტრანსპორტირება, კვება)
სამუშაო საათები: 10:00-10:00
ანაზღაურება: ხელფასი 1400 + ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის შეკვეთების მიღება და მიწოდება;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათთვის პროდუქტებთან და სერვისთან დაკავშირებულ საკითხებზე სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის პრობლემის იდენტიფიცირება და დახმარება;
** საბარათე სისტემის და APP-ის ფუნქციების დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.ge და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სერვის მენეჯერი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე