Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: PP-Hub
გამოქვეყნდა: 10 ივლისი / ბოლო ვადა: 10 აგვისტო
შპს "პპ ჰაბი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია ოპერირებს ავტომობილის გარე ვიზუალური ნაწილების გაყიდვების მიმართულებით და მუდმივად ორიენტირებულია განვითარებასა და მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის სერვისის შეთავაზებაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის კომპანიის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: https://pp.ge/

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №132

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
** შეკვეთების მიღება და დამუშავება;
** მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** გაყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა სასურველია;
** ავტოსფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ავტომობილებისა და ავტონაწილების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოცდილების მიხედვით);
** დამატებით ბონუსურ სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: D.kobakhidze@pp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე