Робота для біженців з України
მიკროავტობუსის მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიკროავტობუსის მძღოლი
მომწოდებელი: ულტრა
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
კომპიუტერული კომპანია "ულტრა" ეძებს მიკროავტობუსის მძღოლს!

"ულტრა" 19 წელია ლიდერობს ადგილობრივ IT ბაზარზე. კომპანიის საქმიანობა მოიცავს საცალო და კორპორატიულ გაყიდვებს, ონლაინ მაღაზიას და სერვის ცენტრს. კორპორატიული მიმართულება, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.

თუ ტექნოლოგიების სამყარო გიზიდავს და კომუნიკაცია შენი ძლიერი მხარეა — ამ პოზიციაზე შენთვის შესაფერისი შესაძლებლობა გელოდება!
ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთის უსაფრთხოდ გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტების დაცვით;
** პროდუქციის ტრანსპორტირება თბილისის მასშტაბით;
** ტვირთის სწორად განლაგება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა (დამაგრება შესაბამისი აღჭურვილობით, მისი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით);

მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვა;

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი;
** შრომისმოყვარე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ავტომობილი + საწვავი

დადაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@ultra.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მიკროავტობუსის მძღოლი.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშავებს და შეინახავს თქვენს მონაცემებს 1 წლის ვადით. ასევე შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა რელევანტურ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე