"10xSEO.ge" ვიზრდებით და გუნდში ვეძებთ SEO სპეციალისტს, რომელიც მზადაა რეალურ, გაზომვად შედეგებზე იმუშაოს — როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე.
პოზიცია არის სრულად დისტანციური, რადგან ვართ Remote გუნდი - განვიხილავთ როგორც სრულ ასევე ნახევარ-განაკვეთს.
რას გთავაზობთ:
** კარგ, სასიამოვნო გუნდს და გამართულ სისტემას, მუშაობა გაგისწორდება
** საერთაშორისო პროექტებს — კლიენტები საქართველოდან, აშშ-დან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან
** AEO/GEO მიმართულებას — იმუშავებ AI ძიებაში ხილვადობაზე (ChatGPT, AI Overviews, Perplexity)
** მასშტაბურ და დინამიკურ კამპანიებს, სადაც შენი შედეგი პირდაპირ ჩანს
** მენტორინგსა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას
რას ველით:
** გამოცდილება SEO-ში: Middle — მინიმუმ 2 წელი, Senior — 3+ წელი
** პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება და ქეისები გაზომვადი შედეგებით (ორგანული ტრეფიკის ზრდა, პოზიციები, კონვერსიები) — განაცხადში აუცილებლად მოგვწერე
** ინგლისური ენა: სასაუბრო დონეზე, თავისუფლად (უცხოელ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია გექნება)
** უპირატესობად ჩაითვლება სააგენტოში მუშაობის გამოცდილება
როგორ დაგვიკავშირდე:
საკონტაქტო ელფოსტა - talents@10xseo.ge
|