სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის/პრარაბის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიურ მართვას, კოორდინაციასა და შესრულების კონტროლს.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესის ზედამხედველობა პროექტისა და გრაფიკის შესაბამისად;
** სამშენებლო ბრიგადებისა და ქვეკონტრაქტორების საქმიანობის კოორდინაცია;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მიღების, გამოყენებისა და ხარჯვის მონიტორინგი;
** სამუშაოს შესრულების პროცესში სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი;
** ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** სამუშაო ჟურნალებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** პროექტის ხელმძღვანელთან, მთავარ ინჟინერთან და ტექნიკურ პერსონალთან ყოველდღიური კოორდინაცია;
** სამუშაო პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური საკითხების დროული იდენტიფიცირება და გადაჭრა;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოს მოცულობების, ბრიგადების შესრულებისა და მასალების ხარჯვის აღრიცხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მასალების კარგი ცოდნა;
** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის წაკითხვის უნარი;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა; AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ლიდერული უნარები და გუნდის მართვის შესაძლებლობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** საინტერესო და მასშტაბურ სამშენებლო პროექტებზე მუშაობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 9 აგვისტომდე ელფოსტაზე: homeside.batumi@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
|