Робота для біженців з України
უფროსი საკრედიტო ექსპერტი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი საკრედიტო ექსპერტი
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას უფროსი საკრედიტო ექსპერტის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: ქ.თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციები და მოვალეობები:

** კლიენტსა და ბანკს შორის საქმიანი ურთიერთობის დამყარება, პოტენციური კლიენტების მოძიება
** საშუალო და მსხვილი პროექტების დამუშავება
** კლიენტის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი
** სასესხო პროექტის დოკუმენტაციის შეგროვება
** პროექტის ანალიზის დასკვნის მომზადება
** პროექტის საკრედიტო კომიტეტისათვის განსახილველად გადაცემა
** გაცემული სესხების მონიტორინგი
** პრობლემური სესხების გამოვლენა და ანალიზი
** სასესხო პორტფელის მართვა
** სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბანკო, საფინანსო, ეკონომიკური მიმართულებით
** სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სექტორში, დაკრედიტების მიმართულებით
** ფინანსური უწყისების მაღალ დონეზე მომზადების უნარი
** მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა
** ქართული ენის საფუძვლიანი ცოდნა, სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** MS Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) მაღალ დონეზე ცოდნა
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის წარმოების უნარი

პიროვნული თვისებები და უნარები:

** ბიზნესურთიერთობების დამყარების უნარი
** გაყიდვების წარმოების უნარი
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** დროის ეფექტური მართვა
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/O9kN
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე