Робота для біженців з України
გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
წარმატებული ქართული კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების სტრატეგიული მართვის, ბიზნესის განვითარების და გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილება, გიწვევთ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დანერგვა და შესრულების მართვა;
** გაყიდვების ანალიტიკის წარმოება, გაყიდვების შედეგების შეფასება და პროგნოზირება;
** გაყიდვების გეგმებისა და ბიუჯეტის მომზადება, შესრულების კონტროლი და შედეგების ანალიზი;
** ახალი კლიენტებისა და ბიზნესპარტნიორების მოძიება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე;
** მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** გაყიდვების პროცესების, სტანდარტებისა და სამუშაო სისტემების შექმნა და გაუმჯობესება;
** დეპარტამენტის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდაზე ორიენტირებული პროცესების დანერგვა;
** გაყიდვების გუნდის დაკომპლექტება, მართვა, სწავლება, მოტივაცია და შედეგების შეფასება;
** თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის გაყიდვების მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** B2B გაყიდვების პრინციპებისა და ბიზნესგანვითარების პროცესების ცოდნა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის სფეროში.

პიროვნული უნარები:

** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ლიდერული და მმართველობითი უნარები;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და თანამშრომელთა განვითარების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სრული განაკვეთი;
** კონკურენტულ ანაზღაურებას და შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელ.ფოსტაზე: talentpx@gmail.com ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი".

გმადლობთ დაინტერესებისთვის.

მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე