Робота для біженців з України
კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Just Advisors
გამოქვეყნდა: 09 ივლისი / ბოლო ვადა: 09 აგვისტო
"Just Advisors" ეძებს მოტივირებულ ადამიანს კომერციულ განყოფილებაში, რომელიც ჩაერთვება შემოსული კონტაქტების დამუშავებაში, პირველადი იურიდიული კონსულტაციების ჩატარებასა და კომპანიის იურიდიული მომსახურებების შეთავაზების პროცესში.

განყოფილება: კომერციული
ლოკაცია: თბილისი, ჯანო ბაგრატიონის 6
პოზიციის შესახებ: კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი

ეს პოზიცია იდეალურია კანდიდატისთვის, რომელსაც სურს პრაქტიკული გამოცდილების მიღება საერთაშორისო იურიდიულ და ბიზნეს საკონსულტაციო გარემოში, კლიენტებთან აქტიური კომუნიკაციითა და გაყიდვების პროცესში ჩართულობით.

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსული კონტაქტების (Leads) დამუშავება და პირველადი კომუნიკაცია;
** კლიენტის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების პროცესის მართვა;
** CRM სისტემაში მუშაობა;
** ხელშეკრულებების, ინვოისებისა და გადახდების პროცესის კოორდინაცია;
** სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაცია მომსახურების ხარისხის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების, კლიენტებთან ურთიერთობის ან ბიზნესის განვითარების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (აუცილებელია);**
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუსების სისტემას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** საერთაშორისო კლიენტებთან მუშაობის გამოცდილებას;
** თანამედროვე სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს.

დასაქმება: სრული განაკვეთი

თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე CV: ana.tskhadadze@justadvisors.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე