|
დასახელება:
ადმინისტრატორი, საუზმის მზარეული, სასტუმროს დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Gladius Inn
|
|
გამოქვეყნდა: 09 ივლისი
/ ბოლო ვადა: 09 აგვისტო
|
სასტუმრო "გლადიუს ინნ" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. ადმინისტრატორი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა (აუცილებელია სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება-განთავსება (Check-in) და გასვლისას (Check-out) ნომრის მდგომარეობის შემოწმება/კონტროლი;
** ჯავშნების მიღება და კონტროლი (მათ შორის Booking.com-ის პლატფორმაზე);
** შემოსულ ზარებზე, წერილებსა და Mail-ებზე დროული პასუხის გაცემა;
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება;
** მენეჯმენტის მიერ დაკისრებული სხვა მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: 18:00 სთ-დან დილის 09:00 სთ-მდე ან 09:00 დან 18:00 მდე
** ანაზღაურება: 60 ლარი ღამის ცვლაზე; 50 ლარი დღის ცვლაზე
(ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)
2. საუზმის მზარეული
მოვალეობები:
** კერძების დროულად და ხარისხიანად მომზადება
** პროდუქტების მარაგის კონტროლი
** სამზარეულოს და სასადილოს მოწესრიგება სამუშაო პროცესის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ
** არსებული პროდუქტების ვარგისიანობის შემოწმება სტანდარტების შესაბამისად
** საუზმის სივრცის მოწესრიგება, შვედური მაგიდის სერვირება
სამუშაო საათები: 08:00 - 15:00
ანაზღაურება ცვლაზე 50 ლარი (ირიცხება ბარათზე თვის ბოლოს)
3. სასტუმროს დიასახლისი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს შიდა და გარე ტერიტორიების სისუფთავეზე ზრუნვა;
** ნომრების სტანდარტების მიხედვით დალაგება-დასუფთავება;
** ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;
** ადმინისტრაციის დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** თავაზიანი, შრომისმოყვარე, მოტივირებული, ორგანიზებული, მოწესრიგებული;
** კეთილსინდისიერად სამუშაოს შესრულება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეების რაოდენობა (კვირაში): 5 დღე;
** სამუშაო საათები (დღეში): 8 საათი;
** დასვენების დღეების რაოდენობა (კვირაში): 2 დღე;
** ანაზღაურება: 1200 ლარი.
ლოკაცია: თბილისი, დ. აღმაშენებლის 142 (მეტრო მარჯანიშვილთან ახლოს)
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე: gladiusinnhotel@gmail.com ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 595 01 82 49
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, ნუ დატოვებთ სათაურს ცარიელს.
კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრებით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|