თუ გაქვს საოპერაციო მიმართულებით გამოცდილება, და მზად ხარ ახალი გამოწვევებისთვის "ბლუ უოთერსი"ს გუნდში შენ გეძებთ საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: Blue Waters
ვალდებულებები:
** ტექნიკურ დეპარტამენტში ყველა მიმდინარე ბიზნეს-პროცესის იდენტიფიცირება ანალიზი და დეტალური გაწერა (სტანდარტული საოპერაციო პროცედურების შექმნა (SOP)) და აღსრულება
** გუნდის წევრებისთვის გაწერილი პროცესების სწავლება/ონბორდინგი და იმის უზრუნველყოფა, რომ თითოეული თანამშრომელი ასრულებდეს სამუშაოს შესაბამისი სტანდარტით
** პროცესების ეფექტურობის მუდმივი მონიტორინგი, bottlenecks აღმოჩენა და მათი ოპტიმიზაცია.
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური საოპერაციო გეგმების შემუშავება გუნდისთვის
** შეხვედრების ორგანიზება, დავალებების დელეგირება და შესრულების მონიტორინგი
** Payroll პროცესში ჩართულობა (ბონუსი, KPI დათვლა)
** დებიტორული დავალიანებების მონიტორინგი, მომხმარებლებთან კომუნიკაციის მონიტორინგი
** საოპერაციო საქმიანობისა და ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელთან წარდგენა
** გუნდის მიერ გეგმის შესრულების დინამიკის ჩვენება და გადაცდომების შემთხვევაში Action Plan-ის გაწერა.
** სხვადასხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია და გუნდებთან კოლაბორაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: 2 წლიანი გამოცდილება საოპერაციო მენეჯმენტის, პროცესების მართვის მიმართულებით
** ბიზნეს პროცესების გაწერის, აღწერის და SOP ების შექმნის გამოცდილება
** ძლიერი ლიდერული თვისებები, დისციპლინირებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და შედეგზე ორიენტირებული მართვის სტილი
** ქართული თავისუფლად; სასურველია ინგლისური/რუსული.
** Excel/Google Sheets, CRM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ანალიტიკური უნარები
ძირითადი კომპეტენციები:
** კლიენტზე ორიენტაცია, ემპათია
** კრიტიკული აზროვნება, ნუშების დანახვა
** დისციპლინა და ეთიკა/კონფიდენციალურობა
თანამშრომლობისას თავს კომფორტულად რომ გრძნობდე, გთავაზობთ:
** ანაზღაურება: ფიქსირებულს და KPI-ით განსაზღვრული დანამატს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კორპორატიულ ნომერს და სატელეფონო ლიმიტს
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** შიდა ეფექტურ სასწავლო სისტემებს
** სამუშაო განაკვეთს: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე (1 სთ შესვენება)
** ანაზღაურებად შვებულებას - 24 სამუშაო დღე
გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/OperationsManager/
აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|