სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას ქოსთ კონტროლერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** ყოველდღიური ზედნადების გატარება (ადგილზე მოსვლით ან დისტანციურად)
** დღის განმავლობაში მოწოდებული კალკულაციის სწრაფად დათვლა
** ჩამოწერების და ტრანსფერების ყოველდღიურად ასახვა პროგრამაში (საუზმე, სტაფი, ივენთები ...)
** თვის ბოლო დღეს ინვენტარიზაციის დროს ადგილზე გამოცხადება (ინვენტარიზაციის დათვლის პროცესში აქტიურად ჩართვა)
** ინვენტარიზაციის შემდეგ პროდუქციის დათვლა და შემოწმება, პოზიციურად მენეჯერებთან ერთად გავლა ადგილზე (რენდომ პრინციპით შერჩეული პოზიციების გადამოწმება)
** დანაკლისი - ზედმეტობის ხელმძღვანელებთან გავლა
** ინვენტარიზაციის შემდგომ 5 სამუსაო დღეში ინვენტარიზაციის შედეგების სრულად ასახვა და დასრულება (3 დღე ინვენტარიზაციის დამუშავება, 2 დღე მენეჯერებთან გავლა)
** ჩამოწერების, ტრანსფერების, კალკულაციის ცვლილების შესახებ მეილით კომუნიკაცია (მენეჯერი, ბუღალტერი, გენერალური მენეჯერი)
** თვეში ერთხელ კონტროლისთვის ფასების გადათვლა ქოსთის კონტროლი (სასურველია თვის შუა რიცხვებში)
** დაკორექტირებული ზედნადების კონტროლი და ასახვა პროგრამუად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
გისურვებთ წარმატებას!
|