"Social Pulse Agency" ეძებს კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მოტივირებულ ფოტო-ვიდეოგრაფს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს კომერციული პროექტების განსახორციელებლად.
თუ გიყვარს ესთეტიკური კადრების დაჭერა, გაქვს კომერციული გადაღებების გამოცდილება და გსურს საინტერესო ბრენდებთან მუშაობა, მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა ბრენდისთვის მაღალი ხარისხის კომერციული ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო კამპანიებისთვის და ა.შ.).
** გადაღების პროცესის სრულყოფილი მართვა (განათების, კომპოზიციისა და ხმის უზრუნველყოფა).
** სააგენტოს გუნდთან (კოფირაიტერები, დიზაინერები, პროექტის მენეჯერები) მჭიდრო თანამშრომლობა და იდეების ვიზუალიზაცია.
** გადაღებების ლოკაციების შერჩევა და შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფა.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია:
** ფოტო და ვიდეო გადაღების, მათ შორის კომერციული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** პროფესიონალური გადამღები ტექნიკის, განათებისა და ხმის აპარატურის ცოდნა.
** კადრის, კომპოზიციის, ესთეტიკისა და ფერების კარგი აღქმა.
** ტრენდების ცოდნა და მუდმივი განვითარების სურვილი.
** სავალდებულოა საბაზისო ცოდნა ფოტო/ვიდეო სამონტაჟო პროგრამებში (Adobe Premiere Pro, Lightroom, After Effects ან სხვა).
რას გთავაზობთ ჩვენ?
** ანაზღაურებას შეთანხმებით, რომელიც სრულად იქნება მორგებული თქვენს გამოცდილებასა და უნარებზე.
** მრავალფეროვან, საინტერესო და კრეატიულ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
** თავისუფალ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო (თქვენი ნამუშევრების ბმული აუცილებელია) ელექტრონულ მისამართზე: anano@socialpulse.ge
|