Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Arka Tbilisi
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 08 აგვისტო
"Arka Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სასურველია გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** გაყიდვებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** სასაქონლო მარაგის მოწესრიგებისა და ვიტრინის მოვლის უნარი;
** კომპიუტერის საბაზისო ცოდნა (სასურველია);
** ცვლაში მუშაობის მზადყოფნა.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შერჩევაში დახმარება;
** პროდუქციის პრეზენტაცია და გაყიდვა;
** სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში);
** ვიტრინებისა და სავაჭრო სივრცის მოწესრიგება;
** პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა;
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა.

დაინტერესების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: info@arkatbilisi.ge, ტელეფონის ნომერი +995 595 10 44 33
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე