Робота для біженців з України
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: თეთრი კვადრატი
გამოქვეყნდა: 08 ივლისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
დეველოპერული კომპანია "თეთრი კვადრატი" არის ბიქეი ჰოლდინგში შემავალი დეველოპერული კომპანია.

ბიქეი ჰოლდინგი აერთიანებს სამშენებლო კომპანია "ბიქეი ქონსთრაქშენს", სამშენებლო კოლეჯ "კონსტრუქტ2"-ს და დეველოპერულ კომპანია "თეთრ კვადრატს"

"თეთრი კვადრატი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილებას
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან კომუნიკაცია, შეხვედრების დაგეგმვა და ჩატარება
** მოლაპარაკებების წარმოება და გარიგებების წარმატებით დასრულება
** შეთავაზებების მომზადება
** CRM სისტემაში კლიენტთა ბაზაზე მუშაობა

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, 30 ივლისამდე ელექტრონულ მისამართზე Hr@w2.ge და "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე