"გიშო კოფი & ტურს" ეძებს პასუხისმგებლობიან და ენერგიულ ბარისტა-მენეჯერს.
აუცილებელია ინგლისური და რუსული (სასურველია) ენების სასაუბრო დონეზე ფლობა (რადგან ადგილმდებარეობა დატვირთულია ტურისტებით), ხალისიანი განწყობა, ღიმილი და კომუნიკაბელურობა.
გამოცდილება: პროფესიონალურ (ესპრესოს) ყავის აპარატთან მუშაობის ცოდნა, სასმელების და მილქშეიკების, კოქტეილების მომზადება.
მოვალეობები:
** ზედამხედველობა ობიექტზე, შიდა და გარე სივრცის მოწესრიგება.
** მარაგების შემოწმება და აღწერა.
** სალაროსა და წესრიგის კონტროლი.
** თანამშრომლების კონტროლი.
პირობები:
** სტაჟირების პერიოდი არის გარკვეული ანაზღაურებით.
** გრაფიკი: თავისუფალი (თქვენზე მორგებული, შეთანხმებით); კოფი შოპი იხსნება დილის 07:30-ზე და იკეტება 23:30 საათზე.
** ლოკაცია: კოსტავას 3გ, ვერა, მეტრო რუსთაველის გადასწვრივ, რესპუბლიკის მოედანი.
** ანაზღაურება: თვეში 1200 ლარიდან. ბონუსებით და ტიპსებით გამოგდით 1500-1800 ლარამდე + დამატებითი ბონუსები: სხვადასხვა გაყიდული პროდუქციიდან ბონუსები, გაყიდული ტურ/პაკეტიდან +30 ლარი
ბენეფიტები:
** სველი წერტილი
** გათბობა
** სიგნალიზაცია / დაცვის სამსახური
** ვიდეო-კონტროლი
** კომფორტული სამუშაო გარემო და ხელშემწყობი უფროსი
** ბარისტას ერთჯერადად თავის სმენაში ყავა - ჩაი - კაკაო - ცხელი შოკოლადი ეკუთვნით უფასოდ
** კვება
** მეგობრული და მხარდამჭერი სტაფი
** სხვა პროდუქციის და სასმელების აღებას შეძლებს თვითღირებულების ფასში
** მატჩაზე ექნება 50%-იანი ფასდაკლება
** თანამშრომლებს გადაეცემათ 20% -იანი ფასდაკლების "Golden Ticket" რითაც მათ ან მათ სანდო პირებს შეეძლებათ შეღავათის მიღება კოფიშოპის შემოთავაზებულ მენიუზე.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ WhatsApp-ზე: +995 599 029099 ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ.ფოსტის მეშვეობით: gishocoffee@gmail.com
|