"NS STUDIO Architecture & Design" აცხადებს ვაკანსიას ხელმძღვანელის თანაშემწის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება; დოკუმენტაციის (ხელშეკრულებები, წერილები, ინვოისები და სხვა) დამუშავება, კორექტირება, დახარისხება, დაარქივება და ხელმოწერის უზრუნველყოფა;
** ელექტრონული ფოსტის მართვა, კორესპონდენციის მომზადება, ფილტრაცია და პრიორიტეტების განსაზღვრა;
** პირადი სატელეფონო ზარების მიღება;
** საორგანიზაციო საკითხების, შეხვედრებისა და კონფერენციების დაგეგმვა/მომზადება;
** შიდა და საერთაშორისო მივლინებებისა და მოგზაურობის დაგეგმვა (ფრენა, სასტუმროს ჯავშანი);
** თარგმნითი სამუშაოების შესრულება, როგორც დოკუმენტაციის თარგმნა, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრების დროს სინქრონული თარგმნა;
** დირექტორის ბიზნეს-კალენდრის მართვა, შეხვედრების დღის წესრიგის, რეპორტებისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოება;
** შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მიღებული გადაწყვეტილებების ჩანიშვნა, მონიტორინგი და შემდგომი ქმედებების კოორდინაცია;
** პირადი საბანკო გადარიცხვების წარმოება, ინვოისებისა და გადახდების ადმინისტრაციული კონტროლი;
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის კოორდინაცია;
** შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა;
** პრეზენტაციების, ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება;
** კომპანიაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, პროექტების ეტაპებზე ინფორმაციის ფლობა;
** კომპეტენციის ფარგლებში, დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა და პროფესიული დისკრეციის უზრუნველყოფა;
** არქიტექტურულ გუნდთან კოორდინაცია;
** სხვადასხვა პროექტის სტატუსის კონტროლი, პროგრესის ანგარიშების მომზადება, პროექტების რისკების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
** კლიენტებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან პროფესიული კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ასისტენტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერული, საოფისე და პროექტების მართვის პროგრამების (Microsoft Office, Google Workspace, Monday.com, Slack და სხვ.) მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:
** ეფექტიანი წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული აზროვნება;
** სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტაციის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 სთ; ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება და სხვა შეღავათები:
** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე).
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ. ფოსტაზე: info@nsstudio.ge
გთხოვთ, დანიშნულების ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|