კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, შედეგზე ორიენტირებულ და ძლიერ ლიდერს, რომელიც უზრუნველყოფს არსებული ავტონაწილების მაღაზიების ეფექტურ მართვას, გაყიდვების ზრდასა და ქსელის განვითარებას.
ძირითადი მოვალეობები:
** საცალო მაღაზიების ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია
** გაყიდვების გეგმების დასახვა, შესრულების მუდმივი მონიტორინგი და ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი
** მაღაზიებში პროდუქციის ნაშთების, სეზონური მოთხოვნებისა და ნაკლებად ბრუნვადი ნაწილების ოპტიმიზაცია
** მაღაზიის მენეჯერებისა და კონსულტანტების მართვა, მათი კვალიფიკაციის (ტექნიკური კატალოგების ფლობის) და მომსახურების ხარისხის კონტროლი
** მიმდებარე ავტოსერვისებთან, ხელოსნებთან და კორპორატიულ კლიენტებთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით)
** სავალდებულოა საცალო ქსელის მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** გუნდის მართვის, დელეგირებისა და მოტივირების ძლიერი უნარები
** ანალიტიკური აზროვნება, ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტუნარიან ფიქსირებულ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის მიხედვით)
** კორპორატიულ ნომერს
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@smotors.ge
სათაურის ველში მიუთითეთ: "საცალო ქსელის ხელმძღვანელი".
|