Робота для біженців з України
ფრონტ ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფრონტ ოფიცერი
მომწოდებელი: სასტუმრო
გამოქვეყნდა: 07 ივლისი / ბოლო ვადა: 07 აგვისტო
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე 4* სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ფრონტ ოფიცრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმართა მიღება და განთავსება
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება - ნომრების და ტარიფებისა შესახებ
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა
** სტუმართან პოზიტიური და სწორი კომუნიკაციის დამყარება
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში მიმღები განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის გადაცემა.
** უმაღლესი (ან არა სრული) განათლება
** სავალდებულოა ინგლისური ენის თავისუფალ დონეზე ფლობა (გასაუბრება წარიმართება უცხო ენაზე), რუსული ენის ცოდნა სასურველია, ქართული აუცილებელი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ჯავშნების მართვის პროგრამა არეალის ცოდნა - უპირატესობაა
** ჯავშნების პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (Booking, Expedia, Emerging Travel Groupe)

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი, ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა
** მომსახურების უმაღლესი სტანდარტების ზედმიწევნითი ცოდნა
** სტუმრისადმი გულისხმიერი მიდგომა
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობის ქონა და პატიოსნება
** დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მაღალი სტანდარტების მქონე, ოთხვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას
** მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის
** თბილ და მეგობრულ გარემოს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

სამუშაო გრაფიკი ცვლაში, ანაზღაურება ცვლების მიხედვით
სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთაველის გამ. 44

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გასაუბრების ჩასანიშნად - 577478811 ქეთევან გრძელიძე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე