შპს "გარანტი ჯგუფი" (garantigroup.ge) ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კარ-ფანჯრის სისტემების პროექტირების ინჟინრის პოზიციაზე საპროექტო განყოფილებაში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა, ისაკიანის ქუჩა N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების შესაბამისად .
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** საინჟინრო პროექტებიდან კონსტრუქციული ნახაზების სპეცილაურ დახაზვა პროგრამაში LOGICAL (ORGADATA);
** არქიტექტურული და ტექნიკური ნახაზების კითხვა, ანალიზი, დამუშავება საჭიროებისამებრ
** კვანძების, სისტემების ტექნიკური გადაწყვეტა და დაპროექტება (კარ-ფანჯრები, საფასადე სისტემები);
** პროექტის შემადგენელი ნაწილების იდენტიფიცირება;
** პროექტის კალკულაცია, ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** საწარმოო და სამონტაჟო სამუშაოებისთვის ნახაზების მომზადება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის განფასების მომზადება;
** პროექტისთვის აუცილებელი მასალების ჩამონათვალის მომზადება;
** კონსტრუქციული ნახაზის პროგრამული დამუშავება;
** მიღებული დავალებების მართვა CRM სისტემაში
აუცილებელი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება, არქიტექტურის/საინჟინრო ან მონათესავე სფეროში;
** სასურველია შესაბამისი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამის Excel-ის კარგი ცოდნა;
** აუცილებელია პროგრამების AutoCAD ან /და ArchiCAD ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** პროგრამა LOGICAL-ის (ORGADATA) შესწავლა მოხდება ადგილზე;
** ლოგიკური აზროვნება;
** ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ინჟინერი"
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|