Робота для біженців з України
ინგლისურენოვანი აღმზრდელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი აღმზრდელი
მომწოდებელი: ელმოს კლუბი
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
"ელმოს კლუბი" აცხადებს ვაკანსიას — ინგლისურენოვანი აღმზრდელი (ბათუმი)

სამუშაო დრო: სრული/ნახევარი განაკვეთი (კვირაში 40 საათი, 09:00-18:00/14:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ელმოს კლუბი, ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. 13

"ელმოს კლუბი" ეძებს მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და პროფესიულად ორიენტირებულ ინგლისურენოვან აღმზრდელს, რომელიც აქტიურად ჩაერთვება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში და უზრუნველყოფს ბავშვებისთვის უსაფრთხო, პოზიტიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1-B2 დონეზე
** ინგლისურ ენაზე ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** ჯგუფური და ინტერაქტიური აქტივობების დაგეგმვისა და ჩატარების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** თანამედროვე სწავლებისა და სააღმზრდელო მეთოდების გამოყენების სურვილი

მოვალეობები:

** ინგლისურ ენაზე სასწავლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
** ბავშვების ყოველდღიურ განვითარებასა და აქტივობებში აქტიური ჩართულობა
** უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს უზრუნველყოფა
** ბავშვების სწავლების პროცესის მონიტორინგი და შეფასება

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** სწავლებისთვის საჭირო რესურსებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას
** სტაბილურ სამუშაო გრაფიკს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელფოსტაზე: elmosclubbatumi@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე