Робота для біженців з України
რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგისტრატორი
მომწოდებელი: Medical House
გამოქვეყნდა: 06 ივლისი / ბოლო ვადა: 06 აგვისტო
საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა "მედიქალ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პაციენტების მიღება, დარეგისტრირება და მიმართულების მიცემა
** კლინიკაში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი და რეგისტრაცია
** შიდა კორესპონდენციის მიღება და შესაბამის ადრესატამდე გადაცემა
** ფულადი ნიშნების მკაცრ კონტროლზე აყვანა, ფასიანი ქაღალდების, სალარო აპარატისა და პაციენტის ისტორიის გამართული და ზუსტი მუშაობის ორგანიზება

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** სწრაფად ბეჭდვის უნარი
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** თავაზიანობა
** სერვისზე ორიენტირებულობა
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** განვითარებაზე ორიენტირებულობა

დამატებითი ინფორმაცია:

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 06 აგვისტო

სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1100 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@medicalhouse.ge და ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

მისამართი: ბერბუკის 7

ტელ.: 2 330833

ვებ-გვერდი: https://www.medicalhouse.ge

შპს "საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკულ კლინიკაში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე