სწრაფად მზარდი ჰოლდინგი, ახალი ბიზნეს მიმართულებისთვის, რომელიც სპეციალიზდება ავეჯის, განათებისა და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტსა და რეალიზაციაზე, გუნდში იწვევს იმპორტის სპეციალისტს.
თუ ხართ ორგანიზებული, დეტალებზე ორიენტირებული და გაქვთ ამბიცია, განვითარდეთ ლოჯისტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის მიმართულებით, ეს პოზიცია თქვენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** იმპორტის პროცესის სრული ადმინისტრირება — დოკუმენტაციის მომზადებიდან ტვირთის დანიშნულების ადგილამდე მიღებამდე
** საბაჟო პროცედურების მონიტორინგი და სათანადო დოკუმენტების დამუშავება
** მომწოდებლებთან (უცხოელ პარტნიორებთან) აქტიური კომუნიკაცია
** ლოჯისტიკური ჯაჭვის ოპტიმიზაცია და ხარჯების კონტროლი
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა და ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა
რას ველოდებით თქვენგან?
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების, იმპორტის ან ლოჯისტიკის მიმართულებით
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ვერბალური)
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** განვითარებისა და ახალი უნარების შეძენის მუდმივი მოტივაცია
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) კარგი ცოდნა
რას გთავაზობთ?
** ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი (კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად)
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
** სტაბილურ და მზარდ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალური პერსპექტივა
როგორ დაგვიკავშირდეთ?
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ბმულზე: https://wkf.ms/4eUHuoc
|