მაღაზიათა ქსელი "ქალთა ბედნიერება" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე გალერიის ფილიალში.
დასაქმების ფორმა: სრული გრაფიკი, 6 სამუშაო დღე კვირაში, დღეში 6-საათიანი გრაფიკი (10:00-16:00/16:00-22:00 მონაცვლეობით)
გრაფიკი: 6 საათი დღეში
ხელფასი: საშუალოდ 1200-1500 ლარი (ფიქსირებულ 800 ლარს + ბონუსი გამომუშავებით)
სტაჟირება: 1-თვიანი, ანაზღაურებადი.
ენები: სასურველია რუსული ან/და ინგლისურის საშუალო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა,
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პროდუქციის სტანდარტის მიხედვით განლაგება, ვადების კონტროლი, ნაშთების კონტროლი;
** კომპანიის წინსვლა-განვითარებაზე ზრუნვა
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სწორად და გამართულად მეტყველების უნარი;
** მოტივირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალური;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** პოზიტიური
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელფოსტის მისამართზე hr@qaltabedniereba.ge, თემაში მიუთითეთ მოლარე-კონსულტანტი გალერია
|